ფოთში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
ფოთში, ათონელის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლს, ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც პირველი სართული სრულიად დაიწვა, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და საპატრულო პოლიცია.
ხანძარი, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით) მიმდინარეობს.