ურეკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა (ფოტო)
ურეკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთ-ერთი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ურეკის შესასვლელთან, გზის სავალ ნაწილზე, სატვირთო ავტომანქანას „ფორდის“ ტიპის სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა, რის შედეგადაც, 4 ადამიანი დაშავდა. მისივე თქმით, დაშავებულთაგან ერთ-ერთი სამარშრუტო ტაქსის მძღოლია, სამი კი მგზავრი. მომხდარის შესახებ “კვირა” ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საავადმყოფოში, სხვადასხვა ტრავმებით, ოთხი დაშვებული გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.