რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან 11 წლის ბიჭი გადავარდა
რუსთავში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან 11 წლის ბიჭი გადავარდა.
შემთხვევა რუსთავის მე-17 მიკრორაიონში მოხდა.
მოზარდი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა. კლინიკაში გადაიყვანა.
წინასწარი ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.