ისრაელში, საქართველოს მოქალაქე ცომის საზელ მანქანაში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა

ისრაელში, ქალაქ ხოლონში 30 წლის მამაკაცი ცომის საზელ მანქანაში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს იყო უბედური შემთხვევა, რომელიც თელ-ავივის რაიონში, ქალაქ ხოლონში მდებარე საცხობში მოხდა.

საქართველოს მოქალაქის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მომხდარის შესახებ „კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფორმაციის გადამოწმების პროცესი მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები