მანგლისთან მიკროავტობუსი ამობრუნდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 46-ე კილომეტრზე, დაბა მანგლისთან ავარია მსხვერპლით დასრულდა.

წალკიდან კოდის მიმართულებით მიმავალი მიკროავტობუსი – “მერსედეს სპრინტერი“ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. რის შედეგადაც, ორი მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო 17 პირი დაშავდა. დაშავებულები მარნეულისა და თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა. (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები