„მეშოკი თავზე სანდრო გვირგვლიანს წამოაცვეს და მერაბიშვილის ცოლის ბრძანებით მოკლეს“

   გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს მიმართავს და მათ იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მიერ მიღებული კანონის შეცვლას სთხოვს. „ მაინტერესებს, რატომ არ ცვლიან ადეიშვილის მიღებულ კანონებს, რომლებიც გამოძიებას უშლის ხელს? მე შვილდახვრეტილი კაცი ადეიშვილის კანონის მიხედვით დაზარალებულად არ ვითვლები და მოწმის სახით უნდა დამკითხონ მე. რისი მოწმე ვარ, რომ 19 წლის შვილი მკვდარი მომიტანეს სახლში? ახლა იმაზე ლაპარაკობენ, მერაბიშვილს „მეშოკი“ წამოაცვეს თუ არა თავზე და გაიყვანეს თუ არა ციხიდან. „მეშოკი თავზე სანდრო გვირგვლიანს წამოაცვეს და მერაბიშვილის ცოლის ბრძანებით, ოქროყანის ტყეში მოკლეს. მერაბიშვილს ზუსტადაც „მეშოკი“ უნდა გადააცვა და თავი უნდა მოუკრა, რომ ხუთ წუთში დაიხრჩოს! საერთოდ არ უნდა სუნთქავდნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი და სააკაშვილი“!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები