გია აბაშიძე: საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ -“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია
“საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვის ფონზე, ამერიკაში შეკვეთილი სტატია-ანგარიშით გამოჩნდნენ “ნაცასკარიდები” – თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი იმ ბინძური ტყუილით, რომ საქართველო ირანს ვითომდა ეხმარება სანქციების არიდებაში,” – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი შეფასებით, ეს არის დაუფარავი მორიგი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და კანონით უნდა დაისაჯოს.
„საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვის ფონზე, ამერიკაში შეკვეთილი სტატია-ანგარიშით გამოჩნდნენ “ნაცასკარიდები” – თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი იმ ბინძური ტყუილით, რომ საქართველო ირანს ვითომდა ეხმარება სანქციების არიდებაში. ეს არის დაუფარავი მორიგი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც მხოლოდ მხილება-დაგმობით არ უნდა შემოიფარგლოს, კანონმა უნდა იკანონოს! უსამშობლოების მონაწილეობით ღიად ჩაატარეს Hudson-ის რაღაც “კვლევა” (“მოსკოვის მექანიზმის” მსგავსად შეთითხნილი) და… საქართველოში თურმე 50 ირანული კომპანია დარეგისტრირდა, თითქოს ამ “მასობრივად” “ირეცხება” ისლამური რესპუბლიკის ფული და ა.შ.
საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ -“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია.“ – წერს აბაშიძე.