ორბანის თქმით, ევროკავშირი ვერ შეძლებს რუსეთის გლობალური ეკონომიკისგან იზოლირებას
ევროკავშირმა უნდა აღიაროს, რომ წააგო და ვერ შეძლებს რუსეთის ენერგორესურსების გარეშე გამკლავებას და ვერ შეძლებს რუსეთის გლობალური ეკონომიკისგან იზოლირებას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„ბრიუსელმა ბრძოლა წააგო; მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ევროპას რუსული ნედლეული სჭირდება. მათ ასევე უნდა გაიგონ, რომ ევროკავშირს არ შეუძლია რუსეთის გლობალური ეკონომიკისგან იზოლირება. რადგან, როგორც ჩანს, რუსები ახლა დიდ ფულს შოულობენ, რადგან მათ შეუძლიათ თავიანთი ნედლეულის გაყიდვა ყველასთვის, ევროპის გარდა“, – განაცხადა ორბანმა ATV-სთან ინტერვიუში.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ევროპას, უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგ „ისევ რუსებთან ვაჭრობისკენ“.
ორბანმა ადრე განაცხადა, რომ ევროპა რუსული ნავთობის გარეშე ვერ გადარჩებოდა, რადგან გლობალური საწვავის დეფიციტია მოსალოდნელი.