სენაკში ავტომობილი მამაკაცს ველოსიპედით მოძრაობისას დაეჯახა- იგი ადგილზე გარდაიცვალა
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის გზაზე ავტოსაგაზო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ველოსიპედით მოძრაობდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
შსს-ში გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.