ზაქათალაში 8 წლის მოზარდს ტრაქტორმა გადაუარა და ადგილზე დაიღუპა
ზაქათალას რაიონის დაბა ალიაბადში უბედურ შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა. ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი” ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 8 წლის მოსწავლე სკოლიდან გამოდიოდა, რა დროსაც ტრაქტორმა გადაუარა. იგი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.