რას გეგმავენ ერთობლივად უნგრეთიდან ზურაბ ადეიშვილი და ამირან მესხელი

   “რას გეგმავენ ერთობლივად უნგრეთიდან ზურაბ ადეიშვილი და ამირან მესხელი“, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი “ქრონიკა “ აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, ზურაბ ადეიშვილი ოფიციალურად ბუდაპეშტის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს, არაოფიციალურად კი ყველა ის უბედურება, რაც არჩევნებში დამარცხების შემდეგ “ნაცმოძრაობამ“ “ქართულ ოცნებას“ დაატეხა თავს, ზურაბ ადეიშვილის დაგეგმილია.
“ქრონიკასთან“ საუბრისას წყარო აცხადებს, რომ ამ საქმეში ადეიშვილი მარტო არ არის და მას პროვოკაციების დაგეგმვაში შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ამირან მესხელიც ეხმარება. “ქრონიკას“ სანდო წყარომ აცნობა, რომ ამირან მესხელი, უნგრეთში, კერძოდ, მის დედაქალაქში – უნგრეთში იმყოფება. ქრონიკის ინფორმაციით, ძალიან მალე მთავარი პროკურატურა, ზურაბ ადეიშვილის მიერ ჩადენილი ახალი დანაშულების შესახებ განცხადებას გააკეთებს და მისი ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით დაიწყება.
“ამირან მესხელი ქვეყნის უსაფრთხოების სექტორს კურირებდა. მას ემორჩილებოდა კუდ-ი და სოდ-ი და სხვა სპეცსამსახურები. შეიძლება ითქვას, რომ მასთან თავს იყრიდა უმნიშვნელოვანესი ინფორმაციები, მათ შორის ოპოზიციის ლიდერებზე, სასულიერო პირებზე, ჟურნალისტებზე, არასამთავრობო სრქტორის წარმომადგენლებსა და საზოგადოების სხვა ფენების შესახებ მოპოვებული კომპრომატები. მესხელი უშუალოდ იყო ჩართული ყველა იმ აქციაში, რომლითაც თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლება ოპოზიციის ლიდერების კომპრომეტირებასა და მათ დევნა-შევიწროებას ისახავდა მიზნად. ოპოზიციასთან უკანონოდ ბრძოლისას წაღებული იქნა ის უამრავი კომპრომატი, რომელსაც წლების განმავლობაში მას კუდ-ი , სოდ-ი და სხვა სპეცსამსახურები აწვდიდნენ. ზურაბ ადეიშვილთან მისი გამოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ ორივე მათგანი გულმოდგინედ იბრძვის არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ“,- წერს გაზეთი “ქრონიკა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები