ვასილ კიკვიძის ძეგლი შეღებეს

  ქუთაისში ვასილ კიკვიძის ძეგლს უცნობმა პირებმა ვარდისფერი საღებავი შეასხეს. ეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ქუთაისის სკვერში მდებარე წითელი არმიის სარდლის – კიკვიძის ძეგლის შეურაცხყოფის მესამე შემთხვევაა. წითელი არმიის სარდლის ძეგლი ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, სკვერში დგას. ხსენებულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შეგახსენებთ, რევოლუციონერი ვასილ კიკვიძე წარმოშობით ქუთაისელი იყო და ქუთაისში მისი სახლ-მუზეუმიც არსებობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები