მთავრობამ ავტომობილების შეძენის, ჩანაცვლებისა და გადანაწილების წესი დაამტკიცა

  საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და ავტომანქანების შესყიდვა/ჩანაცვლების წესი დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, წესი დაარეგულირებს ბიუჯეტის ხარჯზე ავტომობილების შეძენის, ჩანაცვლებისა და გადანაწილებისა პროცესებს. როგორც პორტალ „კვირას“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ავტომობილის კლასიფიკაციის წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს შესასყიდი ავტომობილებისთვის. დაუშვებელია დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა. წესის მიხედვით, სახელმწიფო ორგანიზაციების სატენდერო წინადადებებში მოთხოვნილი იქნება არა მხოლოდ შესაძენი მანქანის საწყისი ღირებულება, არამედ მანქანის საწყისი ღირებულებას დამატებული მისი ფლობის ფასი ერთი წლის განმავლობაში (საწვავის ხარჯი, მომსახურების ხარჯი და ა.შ.), რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს საბიუჯეტო სახსრებს. წესის მიხედვით, სახელმწიფო ავტოპარკი დაიყო ოთხ კატეგორიად: IV ყველაზე დაბალი კატეგორიის ავტომობილები გამოიყენება საკურიერო-საფელდეგერო მომსახურებისთვის და ქალაქის შიგნით თანამშრომელთა ტრანსპორტირებისთვის. ამ კატეგორიის ავტომობილის ფლობის მაქსიმალურ ფასად განისაზღვრა – 15 400 დოლარია (ფასში შედის ავტომობილის საწყისის ღირებულებას დამატებული მისი ფლობის ხარჯი ერთი წლის განმავლობაში), ხოლო I -ელ კატეგორიად განისაზღვრა ავტომობილები, რომლებიც მოემსახურებიან მინისტრის მოადგილეებს და სხვა ამ რანგის თანამდებობის პირებს.
მსუბუქი (სედანი) ავტომობილის მაქსიმალურ ფასად ამ კატეგორიაში განისაზღვრა 31500 დოლარი (ფასში შედის ავტომობილის საწყისის ღირებულებას დამატებული მისი ფლობის ხარჯი ერთი წლის განმავლობაში). III კლასის ავტომობილები გამოიყენება სამორიგეო, მომარაგების, თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის ქვეყნის მასშტაბით; მოემსახურება საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფის სამსახურის უფროსს, საქართველოს პრემიერ- მინისტრის მრჩეველს, რეგიონალური და/ან რაიონული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და სხვა ამ რანგის თანამდებობის პირებს. ფლობის მაქსიმალური ღირებულება -16800 დოლარია (ფასში შედის ავტომობილის საწყისის ღირებულებას დამატებული მისი ფლობის ხარჯი ერთი წლის განმავლობაში). მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის -24300 დოლარი (ფასში შედის ავტომობილის საწყისის ღირებულებას დამატებული მისი ფლობის ხარჯი ერთი წლის განმავლობაში). II კლასის ავტომობილები მოემსახურება ქვემოთ ჩამოთვლილი რანგის საჯარო მოსამსახურეებს და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: დეპარტამენტის უფროსი, მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირები და სხვა ამ რანგის საჯარო მოსამსახურეები. მსუბუქი ავტომობილების ზღვრული ფლობის ღირებულებაა 21000 დოლარი (ფასში შედის ავტომობილის საწყისის ღირებულებას დამატებული მისი ფლობის ხარჯი ერთი წლის განმავლობაში). მაღალი გამავლობის ავტომობილების ზღვრული ფლობის ღირებულება – 26500 დოლარი (ფასში შედის ავტომობილის საწყისის ღირებულებას დამატებული მისი ფლობის ხარჯი ერთი წლის განმავლობაში). I-კლასის ავტომობილები განკუთვნილია ქვემოთ ჩამოთვლილი თანამდებობის პირებისათვის და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: მინისტრების და სახელმწიფო მინისტრების მოადგილეები, და მათთან გათანაბრებული თანამდებობის პირები; საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე და მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი. საქართველოს პრემიერ- მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში ეკონომიკური საბჭოს მდივანი, საქართველოს პრემიერ- მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი და სხვა ამ რანგის თანამდებობის პირები.
მსუბუქი ავტომობილების ზღვრული ფლობის ღირებულებაა მაღალი განმავლობის ავტომობილების ზღვრული ფლობის ღირებულება 47000 დოლარი (ფასში შედის ავტომობილის საწყისის ღირებულებას დამატებული მისი ფლობის ხარჯი ერთი წლის განმავლობაში). ასევე, დადგინდა ავტომობილების გადანაწილების წესი – 1 ცალი ავტომობილი ყოველ 20 საშტატო ერთეულზე, ხოლო ყოველ დანარჩენ 50 საშტატო ერთეულზე დამატებით 1 ცალი ავტომობილი. აღნიშნული წესი არ ვრცელდება საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ მისიებზე, პროტოკოლის ავტომობილებზე, თავდაცვის სამინისტროს გენშტაბზე, ოპერატიული დანაყოფებზე და სხვა განსაკუთრებული სპეციფიკის მქონე უწყებებზე. ჩამოთვლილი კატეგორიის სამსახურებს ავტოპარკის სტანდარტიზაციისთვის დაევალათ სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით ინდივიდუალური პროექტების შემუშავება. გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა უზრუნველყოს ავტომობილების მინების დამუქებისა და სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალების მონტაჟის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების განახლებული რეგულაციების შემუშავება არა უგვიანეს 2014 წლის 28 თებერვლისა, რომელიც გაამკაცრებს აღნიშნული საშუალებების გამოყენებას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება დაფუძნებულია რამდენიმე ევროპული ქვეყნის გამოცდილებასა და მოდელზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები