51-ე სკოლასთან მოსწავლეებს შორის დაპირისპირება დაჭრით დასრულდა
თბილისში, 51 -ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასრულწლოვნები დაჭრეს – ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” სკოლის დირექტორმა მანანა თურქაძემ დაუდასტურა.
მისივე თქმით, ინციდენტი სკოლის შენობის გარე პერიმეტრზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 51-ე და 53-ე სკოლის უფროსკლასელები დაუპირისპირდნენ, რა დროსაც დანით დაჭრეს რამდენიმე მოსწავლე.