მაია ფანჯიკიძე გერმანიაში საქართველოს ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ლადო ჭანტურიას შეხვდა. მინისტრმა ელჩთან გერმანია-საქართველოს ურთიერთობები და ამ მიმართულებით არსებული პრიორიტეტები განიხილა. როგორც ლადო ჭანტურია აცხადებს, გერმანიას მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროსტრუქტურებთან საქართველოს დაახლოების პროცესში. ეს მხარდაჭერა კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პერიოდში. მინისტრთან შეხვედრის დროს ასევე განიხილეს მიუნხენის კონფერენცია და მასში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები. როგორც ელჩმა აღნიშნა, გერმანია მზად არის დაეხმაროს საქართველოს ამ მიმართულებით.