ჩოხატაურში ქვეითად მოსიარულე 17 წლის ბიჭს ავტომანქანა დაეჯახა

ჩოხატაურის ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მოხდა. ავტომობილი 17 წლის ბიჭს დაეჯახა.  დაშავებული მსუბუქი დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ელი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები