რუსთავში ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი, დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია
რუსთავში, კოსტავას გამზირზე, ერთმანეთს ,,ბე-ემ-ვეს”, ,,მერსედესისა” და ,,ნისანის” მარკის ავტომობილები შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა,. მათ შორის ერთ-ერთი მცირეწლოვანია. დაშავებულები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.