თემქაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 7 წლის გოგონაც გარდაიცვალა
თემქაზე მომხდარი ავარიის დროს, დაშავებული სამი ადამიანიდან კიდევ ერთი გარდაიცვალა. გოგონა 7 წლის იყო. მეორე დაშავებული, 18 წლის მოსწავლე გოგონა ავარიიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
აღნიშნული ფაქტი „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.
გარდაცვლილები „მიცუბიშის“ მარკის იმ ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რომელიც ავარიის დროს ამოტრიალდა.
შეგახსენებთ, რომ ავარია დღეს დილით ე.წ. არაშენდას ტერიტორიაზე მოხდა. საპირისპიროდ მიმავალი „მიცუბიშისა“ და „მერსედესის“ მარკის მანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ. ძლიერი შეჯახების შედეგად, „მიცუბიშის“ ტიპის ავტომობილი ამოტრიალდა.