მაღაზიიდან სახლისკენ მიმავალი 7 წლის ბავშვის სიცოცხლე ავტომანქანამ იმსხვერპლა
ზუგდიდში მომხდარ ავარიას 7 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდი მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა. დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულის ვინაობა უკვე დადგენილია და მძღოლი ამ წუთებში პოლიციაში, გამოკითხვაზე იმყოფება.