თბილისში სავალუტო ჯიხურში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, სავალუტო ჯიხურში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, იგი ამავე ჯიხურში მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილს გარეგნული დათვალიერებით, ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.

უწყების ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია ექსპერტიზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები