ბოლნისში ცეცხლის ჩაქრობას 45 მეხანძრე-მაშველი ცდილობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც ცნობილია, ტყეში გამხმარი ფოთოლი და ბალახი იწვის.

როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლის ლიკვიდაციას მეხანძრე-მაშველების 45 კაციანი ჯგუფი ცდილობს.

მეხანძრეების მობილიზება ბოლნისის, მარნეულისა და რუსთავის სამაშველო სამსახურებიდან მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები