გრიგოლეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
გრიგოლეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და „შკოდას“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა.
მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი დაშავებული კი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სხეულის ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.