ახმეტის ტყეში შეშით დატვირთული სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა
კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენის ტყეში შეშით დატვირთული სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა.
შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შედეგადაც დაშავდა.
დაშავებული მძღოლი, რომელსაც სხეულის სხვადასხვა მოტეხილობი აღენიშნებოდა, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.