ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
აჭარაში, ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაზარალებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი მსუბუქადაა დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 118-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.