სოფელ ნინოწმინდაში ოთხი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 4 ავტომანქანა შეეჯახა, მათგან 3 მსუბუქი და ერთიც სატვირთო ავტომობილი.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ავარიის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.