გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე სამთავრობო კომისია მორიგ სხდომას გამართავს

  გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია მორიგ სხდომას გამართავს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფარასტრუქტურის სამინისტროში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.
როგორც “კვირას“ რეგიონული განვითარებისა და ინფარასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, კომისიის წევრები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის ძირითად მიმართულებებს განიხილავენ. ასევე, საუბარი შეეხება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტთა დამატებით დაფინანსებისათვის სპეციალური პროგრამის შემუშავებას. გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება ანგარიში ბუფერულ ზონებში „UNHCR“-ის მიერ ზამთრის სამზადისისთვის განკუთვნილი დახმარების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე 2013 წლის ოქტომბრის დასაწყისში შეიქმნა. კომისიის სხდომა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში 16 :00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები