ელიზბარ ჯაველიძე: ეს გაბრუებული ნარკომანი სააკაშვილი რომელი „გმირი“ ნახეს?!

„ეს გაბრუებული ნარკომანი სააკაშვილი რომელი „გმირი“ ნახეს?!„ – ამის შესახებ აკადემიკოსი და ყოფილი პარლამენტის დეპუტატი ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ელიზბარ ჯაველიძე გამოცემასთან უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მიხეილ სააკაშვილს „შეშინებულ კურდღელს“ ამსგავსებს.
„ სააკაშვილი გმირი კი არა, ჩასვრილი კურდღელია. რომელიც ხალხის მასამ ძალით გადაათრია საზღვარზე! ხომ ყველამ ნახა, რა შეშინებული თვალებით იყურებოდა, სად მიგყავართო?! 2003 წლის ნოემბერში მაქვს ნანახი მიშიკოს ასეთი თვალები, როდესაც ხალხის მასამ შემოიტანა პარლამენტში ! მე ხომ იმ დარბაზში ვიჯექი. ზუსტად ასეთი გამომეტყველება ჰქონდა გორში, თვითმფრინავი რომ მოელანდა და შიშისგან ცხვირით მიწა ხნა! ეს გაბრუებული ნარკომანი სააკაშვილი რომელი „გმირი“ ნახეს?! მაგრამ უბედურება ის არის, რომ ამ უბედურს იყენებენ, მისი ამერიკელი პატრონები! სააკაშვილს, როგორც ლიმონს, ბოლომდე გამოწურავენ და სანაგვეზე მოისვრიან! უკრაინაში აყვირებენ ცოტა ხანს და მორჩება მისი ეპოპეა! სააკაშვილი საქართველოში რომ ჩამოვიდეს, ხალხი ცოცხლად გაპუტავს! „ნაცებსაც” ზედ მიაყოლებენ! „ნაცი” ნიშნავს საქართველოს მოღალატეს, დამნაშავეს, ადამიანის მწამებელს, მტერს!“ – აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები