კიბერნეტიკის ინსტიტუტში, სადაც გაზის ბალონი აფეთქდა, სარემონტო სამუშაოებს კომპანია “კრეატივ იმფრეშენ კავკასუსი“ აწარმოებდა

კიბერნეტიკის ყოფილ შენობა, სადაც გაზის ბალონი აფეთქდა, საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დაქვემდებარებაშია.
როგორც „კვირას“ უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დარეჯან მეფარიშვილმა განუცხადა, კიბერნეტიკის ინსტიტუტში ცოტა ხნის წინ სარემონტო სამუშაოები დაიწყო.
მისივე თქმით, სარემონტო სამუშაოებს კომპანია “კრეატივ იმფრეშენ კავკასუსი“ აწარმოებდა.


„პირველ რიგში, სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულის ოჯახს, ძალიან მძიმე შემთხვევა მოხდა, მძიმე და სამწუხარო. შენობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილებაა, სადაც ცოტა ხნის წინ დაიწყო სარემონტო სამუშაოები. რემონტს აქ აკეთებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “კრეატივ იმფრეშენ კავკასუსი”. ამდენად, ბალონი, რომელიც აფეთქდა, ეკუთვნოდა ამ კომპანიას“, – განუცხადა „კვირას“ დარეჯან მეფარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე კიბერნეტიკის ინსტიტუტის შენობაში, გაზის ბალონი აფეთქდა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები