გვიან ღამით ბათუმში, ავტოავარიის შედეგად, ორი პატრულ-ინსპექტორი დაშავდა

გვიან ღამით ბათუმში, ავტოავარიის შედეგად, ორი პატრულ-ინსპექტორი დაშავდა. აღნიშნული ფაქტი “კვირას” შს სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი, ჯიპის ტიპის ავტომანქანით, საპატრულო ავტომანქანას შეეჯახა. პატრულ-ინსპექტორები მსუბუქად დაშავდნენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები