ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთაში ხანძარი ლოკალიზებულია

ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთაში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად მეხანძრე-მაშველები სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ.
ჯუთაში ცეცხლი ბალახს გაუჩნდა.
ადგილზე 10-მდე მეხანძრე-მაშველი იმყოფებოდა, რომლებმაც ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები