კოხტას მთაზე ხანძარს ორი ირანული ვერტმფრენი აქრობს, ხოლო ქართული ვერტმფრენი მთა-თუშეთში გაემგზავრა

თელავის მუნიციპალიტეტში, კოხტას მთაზე, ხანძარს ორი ირანული ვერტმფრენი აქრობს, ხოლო ქართული ვერტმფრენი მთა-თუშეთში გაემგზავრა.
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, რთული რელიეფიდან გამომდინარე, ირანული ვერტმფრენები თუშეთში მუშაობას ვერ შეძლებენ, ამიტომ იქ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გაემგზავრა.
ქადაგიშვილს, ამ ეტაპზე, როგორც ერთ, ისე მეორე ლოკაციასთან დაკავშირებით, ხანძრის მასშტაბებზე საუბარი უჭირს.
შეგახსენებთ, რომ კოხტას მთაზე, ასევე, თუშეთში, სოფელ ხახაბოს თავზე ხანძარი დღეს გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები