გერმანელ ტურისტს, რომელმაც სტეფანწმინდაში ფეხი დაიზიანა, მაშველები დაეხმარნენ (ფოტოკოლაჟი)
შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ სტეფანწმინდაში, სოფელ არშაში, თოთის მთაზე, გერმანელმა ტურისტმა ფეხი დაიზიანა, გზის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდა და დახმარება ესაჭიროებოდა.
სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ყაზბეგის სამთო-სამაშველო ქვეგანყოფილების თანამშრომლები.
მაშველებმა ტურისტს დახმარება აღმოუჩინეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.