რუსთაველის გამზირზე მდებარე სასტუმროში ხანძარი გაჩნდა – სტუმრები სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილეს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სასტუმრო „რუსთაველში“ ხანძარი გაჩნდა.
როგორც სასტუმროს მფლობელი აცხადებს, ცეცხლი ერთ-ერთი სტუმრის ოთახში გაჩნდა. მისივე განმარტებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. თუმცა, აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, ხანძარი ელექტროსადენებზე გაჩნდა.
ამ დროისათვის სასტუმროში მყოფი სტუმრები სხვადასხვა სასტუმროში გადანაწილდნენ.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იმყოფებიან.
ამ დროისათვის, სასტუმროში ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია.