წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოხუცი დააყაჩაღეს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მოხუცი მამაკაცი დააყაჩაღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ყაჩაღობის დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, ძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.