სოფელ ზევერში, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ხვიჩა ჯოლბორდი გარდაცვლილი იპოვეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზევერის განაპირას, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ადგილობრივი მკვიდრი, 1970 წელს დაბადებული ხვიჩა ჯოლბორდი გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, თუმცა სამართალდამცავები არ გამორიცხავენ, რომ მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდეს.
ადგილობრივების განცხადებით, ხვიჩა ჯოლბორდს დაპირისპირება არავისთან ჰქონია და ერთ-ერთ ვერსიად განიხილება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მდინარის კალაპოტის სიახლოვეს გადაადგილება, როდესაც შესაძლოა, ის გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.