ბათუმში, თხევადი გაზის სადგურზე აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, თხევადი გაზის სადგურზე აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძარი ლიკვიდირებულია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, თხევადი გაზის სადგურზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ცეცხლი სადგურთან მდებარე სახლებს წაეკიდა. შემთხვევის ადგილზე 60 მეხანძრე-მაშველი იმყოფება.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხობს ელექტრო ან თბოლენერგიის – გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები