შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შსს-ს დაღუპული 19 თანამშრომლის ოჯახის წევრებთან ერთად, სამინისტროს ეზოში, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
შს სამინისტროს ცნობით, შს მინისტრმა დაღუპული პოლიციელის, გია რომელაშვილის იუბილარ შვილებს – თამარს და მარიამს დაბადების დღე მიულოცა, შსს-ს დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს კი ფულადი დახმარება და საჩუქრები გადასცა.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი დაიღუპა.
გიორგი მღებრიშვილი აგვისტოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლების ოჯახის წევრებს შეხვდა (ვიდეო)
