“მიხეილ სააკაშვილი ციხეში სამაგალითოდ უნდა დალპეს, როგორც ქვეყნის შემარცხვენელი და სახელმწიფო დამნაშავე”
„მიხეილ სააკაშვილი ციხეში სამაგალითოდ უნდა დალპეს, როგორც ქვეყნის შემარცხვენელი და სახელმწიფო დამნაშავე!“ – აცხადებს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ჯამბულ გამცელიძე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს შვილი, გიორგი გამცემლიძე მოუკლეს.
ჯამბულ გამცემლიძე გამოცემასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ არათუ სააკაშვილი, არამედ “ნაციონალური მოძრაობა” მთლიანად უნდა გასამართლდეს.
„არათუ სააკაშვილი, მთლიანად ნაციონალური მოძრაობა უნდა იქნეს გასამართლებული და აკრძალული. მათი სინსილა არ უნდა ჭაჭანებდეს პოლიტიკურ სარბიელზე. მუდმივად უნდა გვახსოვდეს, როდესაც ნაძირალა სააკაშვილი ჩვენ შვილებს პარლამენტის ტრიბუნიდან კრიმინალებს უწოდებდა, ხოლო სისხლით გაუმაძღარი ნაცხროვა ფეხზე დამდგარი უკრავდა ტაშს.
აი, ეს ნაძირლები დღეს ისევ კარდაკარ დადიან და ყვირიან – აგვირჩიეთო. რომ გავიგო, მაგათ ხმა ვინმემ მისცა, ჩემს საქციელზე პასუხს აღარ ვაგებ. არავინ თქვას დრო მკურნალიაო, დრო მაშინ იქნება მკურნალი, როცა ჩავძაღლდები!
ადამიანები ექსკურსიაზე კოსმოსში დადიან, საქართველოში კი სამართალს ვერ მივაღწიეთ. ჩემი შვილის საქმე დღესაც თაროზეა შემოდებული. გიორგის მკვლელი ვახტანგ აბუაშვილი ისე დაგულაობს, ვითომც არაფერი. „ქართული ოცნების“ გასაგონად ვამბობ: თუ არ გინდათ, წინა ხელისუფლებოის ბედი გაიზიაროთ, ყურები გამოიბერტყეთ და სამართლიაბა აღადგინეთ! მიხეილ სააკაშვილი ციხეში საგალითოდ უნდა დალპეს, როგორც ქვეყნის შემარცხვენელი და სახელმწიფო დამნაშავე!“ – აცხადებს წინახელისუფლების დროს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.