რამ გააბრაზა პოროშენკო და რა გახდა მისთვის “ბოლო წვეთი” – ექსპერტი სააკაშვილის საკითხზე საუბრობს
პოროშენკოსთვის ბოლო წვეთი გახდა უკრაინულ არხზე სააკაშვილის საავტორო გადაცემა, სადაც პოროშენკოს შეურაცხმყოფელი სიმღერა შეასრულეს, – ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში უკრაინელი ექსპერტი ვლადიმირ ბოიკო აცხადებს.
ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს აფასებს. „სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ლოგიკური ფინალია იმისა,რომ დიდი ხანია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პოროშენკოსთვის პოლიტიკურ თავსატეხად იქცა.2014 წელს პოროშენკომ სააკაშვილი იმ იმედით ჩამოიყვანა ,რომ მის პიარს მოემსახურებოდა,განსაკუთრებით კი დაეხმარებოდა იმ კლანებთან ბრძოლაში ,რომლებმაც ქვეყანაში ფესვები ღრმად გაიდგეს. საამისოდ სააკაშვილი იდეალური ვარიანტი იყო -გამოცდილი ორატორი,ხისტი და რაც მთავარია,იმ პერიოდში პოროშენკოზე იყო დამოკიდებული,რადგან საქართველოდან გაქცეულმა სწორედ მისგან მიიღო ხელშეუხებლობის გარანტია. თავდაპირველად სააკაშვილი პოროშენკოს იმედს ამართლებდა,ერთ წელიწადში კი დაავიწყდა ვალდებულებები პოროშენკოს წინაშე,მათ შორის ისიც,რომ სწორედ მისი დამსახურებით მიიღო სამშობლოსგან გარიყულმა თავშესაფარი. გამოაცხადა,რომ ძალაუფლების მოსაპოვებლად პოროშენკოს წინააღმდეგ იბრძოლებდა.მეტიც,მან საამისოდ შეურაცხმყოფელი პოლიტიკური პროპაგანდა აირჩია. პოროშენკოსთვის ბოლო წვეთი გახდა უკრაინულ არხზე სააკაშვილის საავტორო გადაცემა,სადაც პოროშენკოს შეურაცხმყოფელი სიმღერა შეასრულეს-სიმღერას ერქვა “შოკოლადის უკანალი”სიმღერის ეთერში გასვლის შემდეგ გადაცემა დაიხურა,სააკაშვილს კი მოქალაქეობა ჩამოართვეს“, -აცხადებს ვლადიმირ ბოიკო. რაც შეეხება ვერსიას,რომ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა პოროშენკოს საქართველოში ვიზიტისას შეთანხმდა, ბოიკოს თქმით, ჯერ კიდევ შარშან გახდა ნათელი,რომ სააკაშვილისთვის მოქალქეობის ჩამორთმევის საკითხი უკრაინის მაღალ ეშელონებში დღის წესრიგში დადგებოდა. „მსგავს განცდას ისიც აძლიერებდა,რომ სწორედ ამ პერიოდში პოროშენკომ მოქალაქეობა სააკაშვილის უახლოეს თანამებრძოლს,საშა ბოროვიკს ჩამოართვა.მოქალაქეობის ჩამორთმევის ოფიციალური მიზეზი 2015წლის მაისში შევსებული დოკუმენტი გახდა,სადაც სააკაშვილმა მოქალაქეობის მიღებისას მიუთითა,რომ მის წინააღმდეგ სახვა ქვეყნებში სამართლებრივი კითხვის ნიშნები არ არსებობდა.მაშინ ყველამ იცოდა,რომ ეს მტკნარი სიცრუე გახლდათ,ბოლოს და ბოლოს,საქართველოს პროკურატურამ ორჯერ მიმართა უკრაინის ხელისუფლებას მისი ექსტრადირების თხოვნით და ორივეჯერ უარი მიიღო.მიუხედავად ამისა,ფაქტი ფაქტად რჩება-პოროშენკომ გაყალბებული ანკეტისთვის ჩამოართვა სააკაშვილს მოქალაქეობა.რაც შეეხება პოროშენკოს საქართველოსი ვიზიტს,ამ გადაწყვეტილების გარეშე საქართველოში მსგავსი შეხვედრა უბრალოდ ვერ შედგებოდა-უკრაინას სააკაშვილის ქართული მხარისთვის გადაცემაზე უარის თქმით უხეშად დაარღვია საქართველოსა და უკრაინას შორის ხელშეკრულება,რომელიც 1995წლის 9 იანვარს გაფორმდა. უკრაინა ვალდებული იყო,სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ,საქართველოს ძალოვან სტრუქტურებთან ეთანამშრომლა პრეზიდენტყოფილის დანაშაულებზე არსებული კითხვების გამო.ნაცვლად ამისა,უკრაინა საქართველოს საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო ფაქტია,სააკაშვილის გავლენით.პოროშენკოს ვიზიტის მიზანი ამ დაძაბული ურთიერთობის გამოსწორების მცდელობა გახლდათ. ეჭვის არ არსებობს,რომ მან სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე ქართული მხარე საქმის კურსში ჩააყენა“,- აცხადებს უკრაინელი ექსპერტი. მისი თქმით, სააკაშვილს უკრაინაში გავლენა დაკარგული აქვს. „არც მისი პოლიტიკური რეიტინგი გვაძლევს იმის თქმის საბაბს,რომ მის პოლიტიკურ მოძრაობას პერსპექტივა ექნება.მის საჯარო გამოსვლებზე ოფიციალური პირების რეაგირება მხოლოდ იმით იყო განპირობებული,რომ ზურგს პოროშენკო უმაგრებდა,თანაც მას ჰქონდა შესაძლებლობა,ძმასთან დავით სააკაშვილთან ერთად,ფინანსური სარგებელიც მიეღო,თუმცა,ახალ ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებით მის ძმასა და ასევე,ოდესის კონსულ თემურ ნიშნიანიძესთან უკრაინის პროკურატურას კითხვები აქვს მებრძოლებისთვის შექმნილი ფონდიდან სოლიდური თანხებია გაფლანგული.შესაბამისად,სააკაშვილი უკრაინაში პოლიტიკურად განეიტრალებულია“, – აცხადებს ბოიკო.