ლია კრიალაშვილი გიული ალასანიას: მინდა იგივე გამოსცადო, რაც დედაჩემმა და შენი შვილის მიერ ასობით გაუბედურებულმა ოჯახმა
„გიული ალასანია, მინდა შენც ზუსტად იგივე გამოსცადო, რაც დედაჩემმა და შენი შვილის მიერ ასობით გაუბედურებულმა ოჯახმა გადაიტანა“, – აცხადებს ე.წ. მუხროვანის ამბოხის დროს ჩაცხრილული გია კრიალაშვილი და, ლია კრიალაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. ლია კრიალაშვილი „ასავალ-დასავალის“ ფურცლებიდან მიხეილ სააკაშვილის დედას მიმართავს.
„მართალია გვიან, მაგრამ უკრაინა მიხვდა, რომ მსოფლიო აფერისტთან, ჭკუაშეშლილ ადამიანთან ჰქონდა საქმე. ვენაცვალე გამჩენს, გარეწარი სააკაშვილი უსამშობლოდ დარჩა და რაც ყველაზე დიდი სასჯელია, საკუთარ ხალხს ეზიზღება! დღეს, ციხე მისთვის ბაიარამობაა, მაგრამ ამასაც ვერ ხვდება! მიშა რომ ბოგანო და მაწანწალაა, ეს უკვე მთელმა მსოფლიომ დაინახა, მე კი გიული ალასანიას მინდა მივმართო, რომელმაც ქვეყნის დამაქცეველი შვილი გაზარდა: შენ რომ დედობრივი გრძნობა გქონდეს საკუთარ შვილს დღეს მაინც შეაჩერებდი და ასწავლიდი სინანულს. საკუთარი ფეხით მიხვიდოდი გაუბედურებულ მშობლებთან, მათ შორის დედაჩემთან, რომელიც უკანასკნელ დღეებს ითვლის და ბოდიშს მოუხდიდი, მაგრამ ვინ მოგცა მაგის გამბედაობა და ღირსება?! შენ ხომ ის ურჩხული გაზარდე, რომელიც თავის მოკვეთის მიუხედავად, ისევ ცდილობს ფეხზე წამოდგომას და ბოროტების ჩადენას?! ამიტომაც მინდა, შენც ზუსტად იგივე გამოსცადო, რაც დედაჩემმა და შენი შვილის მიერ ასობით გაუბედურებულმა ოჯახმა გადაიტანა! შეიძლება, ბევრმა გამკიცხოს, საქვეყნოდ იწყევლებიო, მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ თავი ჩემ ადგილას- აბა, ერთი თქვენი ძმის გვამი მოეთხოვათ, რას გაკეთებდით?!“ – აცხადებს ლია კრიალაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.