გონიოში ზღვამ 35 წლამდე მამაკაცის ცხედარი გამორიყა
გონიოში ზღვამ 35 წლამდე მამაკაცის ცხედარი გამორიყა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
ამ დროისათვის, გარდაცვლილის ვინაობის დადგენა მიმდინარეობს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.