რას ჰყვებიან თვითმხილველები დიდუბეში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ

 დიდუბეში, სოხუმის ქუჩაზე, კედლის ჩამონგრევის შედეგად, ერთი მუშა გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლის გარდაცვლილ მამაკაცს ორსული მეუღლე და სამი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა. ორი დაშავებული მამაკაციდან ერთი ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა კრიტიკულია. თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილი საკუთარ სახლს ანგრევდა. როცა მეზობლებმა გადაიხედეს,  მამაკაცი  სავარაუდოდ უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო მეორე დაშავებული პირი შედარებით ნორმალურად იყო და ის კლინიკაში გადაიყვანეს.
„თავის სახლს ანგრევდა. ეტყობა, ფილა გადმოვარდა და რკინას დაეცა, მაშინვე გადმოვხედე და უკვე ცოცხალი აღარ იქნებოდა. მეორეც იყო, მაგრამ მეორე გადარჩა, ის სასწრაფომ წაიყვანა, ნორმალურად იყო, წელიც არ ჰქონდა მოწყვეტილი, ხელ-ფეხს ამოძრავებდა“,-აცხადებენ თვითმხილველები.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა დღეს დილის საათებში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დიდუბეში, იტალიურ ეზოში, ავარიული კორპუსის დემონტაჟის დროს, კედელი ჩამოიშალა და მასში სამი მუშა მოჰყვა, მათგან ერთი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები