დიდუბეში ავარიული კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა
დიდუბეში, სოხუმის ქუჩაზე, კედლის ჩამონგრევის შედეგად, ერთი მუშა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, იტალიურ ეზოში ავარიული კორპუსის დემონტაჟის დროს, კედელი ჩამოიშალა და მასში სამი მუშა მოჰყვა.
ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო მანქანაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.