ოზურგეთში, მანქანის ქვეშ მოყოლილი 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში მომხდარ უბედურ შემთხვევას 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა.
„ლუაზის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც მოზარდი იჯდა, ღელეში ჩაგორდა, მანქანა გადაბრუნდა, მოზარდი კი მის ქვეშ მოექცა.
მოზარდმა ადიდებულ ღელეში მანქანიდან გამოსვლა ვერ შეძლო და გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველით დაიწყო. (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).