მდინარე ენგურში 16 წლის მოზარდი დაიხრჩო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში, მდინარე ენგურში 16 წლის მოზარდი დაიხრჩო.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
უწყების ცნობით, მაშველებმა ცხედარი უკვე ამოიყვანეს და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაასვენეს.