რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მანქანა ამობრუნდა
რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მანქანა ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.