მაშველებმა ალაზნის სარწყავ არხში დამხრჩვალი მამაკაცის ცხედარი იპოვეს
მაშველებმა ალაზნის სარწყავ არხში დამხრჩვალი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სამძებრო სამუშაოებს კახეთის რეგიონის მაშველთა ჯგუფი ახორციელებდა. მამაკაცთან ერთად, მისი ექვსი წლის შვილიც დაიხრჩო, რომლის ცხედარს დღეს დილით სოფელ ვეჯინთან მიაკვლიეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამა გურჯაანის ფერმაში მწყემსად მუშაობდა და შვილიც თან ჰყავდა წაყვანილი. ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, თუმცა, ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.