გოგონა, რომელსაც აღმაშენებელზე შენობის ნაშალი დაეცა, რეანიმაციაშია (ფოტო)

20 წლის გოგონა, რომელსაც აღმაშენებლის გამზირზე კახიძის მუსიკალური ცენტრის შენობის ნაშალი დაეცა, ამ დრომდე კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და ექიმების მეთვაყურეობის ქვეშ იმყოფება.
როგორც „კვირას“ ალადაშვილის სახელობის საავადმყოფოში განუცხადეს, ახალგაზრდა გოგონას კლინიკის მიმღებ განყოფილებაში გულ-მკერდის დაზიანება აღენიშნებოდა, კონტაქტური იყო და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
გუშინ, დაახლოებით, 20:45 საათზე, აღმაშენებლის გამზირზე N 123/125 – ში ჯ. კახიძის მუსიკალური ცენტრის შენობიდან ნანგრევები ჩამოიშალა და შემთხვევით, 20 წლის გოგონას დაეცა. სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ბრიგადამ ახალგაზრდა გოგონა ალადაშვილის სახელობის საავადმყოფოში მოათავსა.


კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები