დავით ჭიჭინაძე: მე ვფიქრობ, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ დროს ასცდა
“მე რაც დავინახე „პატრიოტთა ალიანსი“ დროს ასცდა და იმ პოლიტიკოსებს ესაუბრებიან, ვინც არაფერს წყვეტს”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
ჭიჭინაძე თვლის, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები იმ პარტიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომელიც რუსეთში პოლიტიკურ ამინდს არ ქმნის.
„მე ვფიქრობ, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ დროს ასცდა. რაც მე გავიგე, ისინი მოსკოვში “კომუნისტური პარტიის” წარმომადგენლებს შეხვდნენ, იმ პარტიის, რომელიც არაა მმართველ გუნდში და არანაირ პოლიტიკურ ამინდს არ ქმნის რუსეთში“, -განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
ჭიჭინაძეს მიაჩნია, რომ რუსეთთან დიალოგის სხვადასხვა ფორმატის გამოძებნაა საჭირო.
„ჩვენ რაღაც პოზიციებზე უნდა შევჯერდეთ და ეს დიალოგის გარეშე ვერ მოხდება. მარტო აბაშიძე-კარასინის შეხვედრა საკმარისი არ არის. ჩვენ რასაც ვუყურებთ, აღარც მეექვსე ფლოტი შემოდის შავ ზღვაში და დიდ ქვეყნებს შორის ურთიერთობებიც შეიცვალა, საქართველოს პრობლემა კი წინ ვერ მიდის, ამიტომ ტყუილად არ უნდა ველოდოთ, რომ ვიღაც მესამე მოვა და საკითხს გადაგვიწყვეტს“, -განაცხადა დავით ჭიჭინაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.