თბილისის ზღვაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. სავარაუდოდ, “ოპელის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ზღვაში ჩავარდა.
ერთ-ერთი გარდაცვლილის ნათესავი ამბობს, რომ ისინი საბუთების ასაღებად მიდიოდნენ.
„აბდულა ჩემი ნათესავია, პოლიცია მოვიდა და მითხრა, რომ ის დაიღუპა. ჩეჩენი სულ ორი იყო. ისინი საბუთების ასაღებად მიდიოდნენ. გამორიცხულია ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფილიყვნენ”, – განაცხადა ხასან სულეიმანოვმა.
გამოძიება სსკ-ის 276 ე მუხლის მე -7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე.